ახალი ამბები

ხდება აჭარა ტვ-ის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევა – კობერიძე

8 ივნისი, 2020 • 1099
ხდება აჭარა ტვ-ის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევა – კობერიძე

დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან კობერიძემ პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის განხილვისას კრიტიკული განცხადება გააკეთა აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„აჭარის ტელევიზიაში რაც დღეს ხდება, ეს არის ჟურნალისტებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, აღარ ვსაუბრობ გამოხატვის თავისუფლებაზე, და ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის აჭარის ტელევიზიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევა“, – განაცხადა კობერიძემ 8 ივნისს.

„იქ რაც ხდება, არ არის სწორი… იქ ბიუჯეტის, ხალხის ფული იხარჯება. არცერთ მენეჯერს, ვინც არ უნდა მივიდეს იქ, — დაწყებული პარტიის თავმჯდომარით და წარმომადგენლებით დამთავრებული, თუ აჭარის ტელევიზიის მწვავე კითხვები არ მოსწონს, — არავის არ აქვს უფლება, ასე უხეშად ჩაერიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში“, – განაცხადა მან.

აჭარის ტელევიზიის ამბებზე ასევე ნახეთ:

მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა – RSF აჭარის ტვ-დან ჟურნალისტის გათავისუფლებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი