ახალი ამბები

გრიგოლიას შემცვლელს არ ვეძებ, გენერალური დირექტორი მე გავხდები- ვატო წერეთელი

6 ივნისი, 2020 • 1638
გრიგოლიას შემცვლელს არ ვეძებ, გენერალური დირექტორი მე გავხდები- ვატო წერეთელი

ტვ “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ის თავად გახდება არხის გენერალური დირექტორი მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიამ ეს პოსტი დატოვა.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.
ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,,გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად”, – წერს ვატო წერეთელი ფეისბუკზე.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ტოვებს ტვ “პირველის” გენერალური დირექტორის თანამდებობას.

ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი