ახალი ამბები

ბაიდენმა დემოკრატთა კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატთა რაოდენობა მოიპოვა

6 ივნისი, 2020 • 880
ბაიდენმა დემოკრატთა კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატთა რაოდენობა მოიპოვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა (ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში), ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ორი უმსხვილესი პარტიიდან ერთ-ერთი — დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის საჭირო მხარდამჭერ დელეგატთა რაოდენობა მოიპოვა.

ოფიციალურად, ბაიდენის კანდიდატურა დემოკრატიული პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე დადასტურდება. მასთან ერთად დაამტკიცებენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც, ბაიდენის განცხადებით, აუცილებლად ქალი იქნება — ამერიკულ მედიაში შესაძლო კანდიდატებად ამჟამად სამ სენატორზე, ემი კლობუჩარზე (მინესოტა), ელიზაბეთ უორენსა (მასაჩუსეტსი) და კამალა ჰარისზე (კალიფორნია) საუბრობენ. სამივე მათგანი პრაიმერის (შიდაპარტიული არჩევნების) ეტაპზე ბაიდენის კონკურენტები იყვნენ.

პრაიმერის პროცესში, სანამ ბაიდენი დემოკრატთა დე ფაქტო კანდიდატი გახდებოდა, ორიოდე თვის განმავლობაში იგი ერთადერთ კანდიდატადაც რჩებოდა, რადგანაც ყველა სხვა კანდიდატი, მათ შორის სენატორი ვერმონტიდან, ბერნი სანდერსი ბრძოლას გამოეთიშა.

ამგვარად, კონვენციაზე მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ბაიდენს ნოემბერში მოქმედ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოუწევს დაპირისპირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი