ახალი ამბები

კალაძესა და მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა

5 ივნისი, 2020 • 1389
კალაძესა და მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მყოფ კახა კალაძესა და მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სიტყვიერი დაპირისპირება. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანი აცხადებს, რომ მას მაისური დაუხიეს. თბილისის მერმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, რომელიც ორი “თაღლითი ნაციონალის” მიერ იყო დაგეგმილი.

“მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს… ორი თაღლითი ნაციონალი, რომლებსაც პროვოკაციის დაგეგმვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ”,-განაცხადა კალაძემ.

ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, მომხდარზე თუ დაიწყო გამოძიება. უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველით.

მასალების გადაბეჭდვის წესი