ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

6 ივნისი: კოვიდ 19-ის 547 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი სომხეთში

6 ივნისი, 2020 • 1523
6 ივნისი:  კოვიდ 19-ის 547 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი სომხეთში

საქართველოს მეზობელ სომხეთში, 6 ივნისის დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით,  ახალი კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში, გარდაიცვალა 7.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი გაოცემა “სივილნეტი” ავრცელებს.

ამ დროისთვის სომხეთში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი.


ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემებით ამ დროისთვის მსოფლიოში სულ:

  • ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა: 6 742 875;
  • გარდაცვლილი: 395,011

მასალების გადაბეჭდვის წესი