ახალი ამბები

ე.წ. საბურთალოს კლასტერში Covid-19-ის 27 შემთხვევა გვაქვს – გამყრელიძე

5 ივნისი, 2020 • 1178
ე.წ. საბურთალოს კლასტერში Covid-19-ის 27 შემთხვევა გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, 5 ივნისს, Covid-19-ის  ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერთან არის დაკავშირებული. გამყრელიძის თქმითვე, ამ დროისთვის ე.წ. საბურთალოს კლასტერში კორონავირუსის  27  შემთხვევაა გამოვლენილი:

“დღეს დილისთვის ჩვენ ოთხი ახალი შემთხვევა გვქონდა. აქედან ორი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი იყო და ეს იყო ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, საიდანაც ჩვენ უკვე 27 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოკვლეულია 197 ადამიანი, აქედან კარანტინში გადასულია 106 პირი. ამ 27 ადამიანის მდომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია”.

5 ივნისის დილის მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6. მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 805 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 650 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი