ახალი ამბები

უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ — გახარია

5 ივნისი, 2020 • 1367
უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ — გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ“.

„ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ — უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან, ბებიასთან ჩავედი, ეს არა, -— ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს“, — განაცხადა მან.

მთავრობის მიერ შედგენილი ეკონომიკის გახსნის გეგმის თანახმად, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მიღებას საქართველო  პირველი ივლისიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი