სამედიცინო და სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა „უკან წიაღო“ სტატია, რომლის გამოც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის ტესტირება დროებით შეჩერდა, წერს „გარდიანი“.
სტატიის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა, მანდიიფ მეჰრამ, ბოსტონის ბრიგამისა და ქალთა ჰოსპიტალიდან, ჟურნალს სტატიის აღება სთხოვა, რადგანაც დარწმუნებული არ იყო მასში მოყვანილი სტატისტიკის სანდოობის სიზუსტესთან დაკავშირებით.
Lancet-მა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. მისი მთავარი რედაქტორის, რიჩარდ ჰორტონის შეფასებით, „ეს არის კვლევის წესების დარღვევის შოკისმომგვრელი მაგალითი გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის დროს“.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილი ჯერ ამოიღო “სოლიდარობის კვლევიდან”, რისი საფუძველიც ეს პუბლიკაცია გახდა, შემდეგ კი, რიგ ქვეყნებში მედიკამენტის გამოყენება დროებით შეწყვიტეს, მათ შორის საქართველოშიც.
მოგვიანებით, 3 ივნისს, ჯანმომ პლაქვენილი კვლევაში დააბრუნა.