ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალიდან ახალგორში კარანტინის გასავლელად 21 მოქალაქე ჩაიყვანეს

5 ივნისი, 2020 • 1041
ცხინვალიდან ახალგორში კარანტინის გასავლელად 21 მოქალაქე ჩაიყვანეს

ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში ცხინვალიდან 21 ე.წ. კურსანტი ჩაიყვანეს კარანტინის გასავლელად. ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო რესი ავრცელებს.

შესაბამისად, ახალგორის საავადმყოფო ადგილობრივ პაციენტებს ამ ეტაპზე ვეღარ მოემსახურება.

კორონავირუსის 12-ვე ახალი შემთხვევა, რომელიც 5 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა ცხინვალმა, სწორედ რუსეთიდან ჩამოსულ  ე.წ. კურსანტს აღმოაჩნდა.

ცხინვალის ცნობითვე,  კორონავირუსი 5 მაისიდან ამ დრომდე 57 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშ კორონავირუსის შესაძლო ინფექციით 239 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 158 – სტაციონარებში.

ერთადერთი გაფუჭებული ტომოგრაფი და არასაკმარისი მედპერსონალი ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი