ახალი ამბები

ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 პოლიციელს ბრალი წარედგინა

4 ივნისი, 2020 • 1162
ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 პოლიციელს ბრალი წარედგინა

მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 პოლიციელს ბრალი წარედგინა, პირველს კი, რომელმაც მას ყელზე მუხლი დააჭირა, ბრალი დაუმძიმდა.

კერძოდ, დერეკ ჩაუვინს, ვინც ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა, მესამე ხარისხის ნაცვლად მეორე ხარისხის მკვლელობას ედავებიან, დანარჩენ სამ ოფიცერს კი ბრალი ედებათ მკვლელობის დახმარებასა და წაქეზებაში.


აშშ-ში, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დაკავებისას პოლიციელმა მიწაზე დაწვენილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა პოლიციელს არაერთხელ უთხრა, ვერ ვსუნთქავო, მუხლი არ აიღო.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით, ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელების ქმედება დასახელდა. პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს მუხლი დააჭირა, დაკავებულია, მომიტინგეები კი აფროამერიკელების მიმართ პოლიციის სასტიკ მოპყრობას აპროტესტებენ და სამართლიანობას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი