ახალი ამბები

ბაგებში სროლა იყო, არიან დაჭრილები

3 ივნისი, 2020 • 1603
ბაგებში სროლა იყო, არიან დაჭრილები

ბაგებში სროლა იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი