ახალი ამბები

ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

3 ივნისი, 2020 • 877
ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა.

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 25 მაისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებს. ამასთან, მისივე თქმით, რევოლუციური ცვლილებები არ იგეგმება.

“მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ჩვენ ყოველთვის არჩევნებამდე ვაცხადებდით მთავრობის ახალ შემადგენლობასაც”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასის ხელმძღვანელობით, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი 2018 წლის 18 აგვისტოდან ფუნქციონირებდა.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი