ახალი ამბები

აფეთქებულ სადგურზე მომუშავე ექსპერტს დენმა დაარტყა

3 ივნისი, 2020 • 1237
აფეთქებულ სადგურზე მომუშავე ექსპერტს დენმა დაარტყა

თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ “ეკო გაზის” გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტს, სავარაუდოდ, დენმა დაარტა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ექსპერტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და  მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე, რას (არ) ამბობენ სახელმწიფო უწყებებში?

მასალების გადაბეჭდვის წესი