ნეტგაზეთი | 3 ივნისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა 3 ივნისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა – Netgazeti

3 ივნისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა მე-13 ადამიანი — 76 წლის პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 800 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com