ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში შემდეგი კვირიდან შესაძლოა ყველა შეზღუდვა მოხსნან

2 ივნისი, 2020 • 1042
ახალ ზელანდიაში შემდეგი კვირიდან შესაძლოა ყველა შეზღუდვა მოხსნან

შემდეგი კვირიდან ახალ ზელანდიაში შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნან, წერს „როიტერსი“.

პრემიერ-მინისტრის, ჯაკინდა არდერნის თქმით, შემდეგ კვირას ახალი ზელანდია შესაძლოა განგაშის პირველ დონეზე გადავიდეს, რაც ნიშნავს, რო სოციალური დისტანცირების ყველა ზომა და მასობრივი შეკრების შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა, მისი თქმით, საზღვრები ჩაკეტილი დარჩება.

„ჩვენი სტრატეგია, მკაცრი ზომები ადრე მიგვეღო, გამართლებული აღმოჩნდა. ზოგ შემთხვევაში, მოლოდინებსაც გადააჭარბა“, — აცხადებს იგი.

არდერნის ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღება 22 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მინისტრთა კაბინეტი სხდომას 8 ივნისს გამართავს.

„ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ნორმალურობის ასეთ დონეს ასე მალე დაუბრუნდა“, — აღნიშნა არდერნმა.


ბოლო 11 დღის განმავლობაში, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი აქტიური შემთხვევა რჩება.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი