ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კორონავირუსის მქონე 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა – news.am

2 ივნისი, 2020 •
სომხეთში კორონავირუსის მქონე 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა – news.am

“სომხეთში კორონავირუსის მქონე 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა” , – წერს „News Am“.

სომხური მედიის ცნობით, 1919 წელს დაბადებული ნაზენი სიმონიანი კორონავირუსული ინფექციის შესაძლო დიაგნოზით  საავადმყოფოში 16 მაისს გადაიყვანეს, სადაც კვლევის შედეგად  დაუდასტურდა კორონავირუსი ფილტვების ორმხრივი პნევმონიით.

“სიმონიანი ერთ კვირაზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის ბლოკში. მკურნალობის შემდეგ კორონავირუსზე ჩატარებული განმეორებითი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. ბოლომდე გამოჯანმრთელებული ქალი საავადმყოფოდან გაწერეს“, — ციტირებს მედიასაშუალება საავადმყოფოს.

დღეის, 2 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 517 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 19 ფაქტი დაფიქსირდა. მთლიანად ქვეყანაში კორონავირუსი 10009 პაციენტს დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი