ნეტგაზეთი | გამყრელიძის განმარტებით, ტურისტები ვერც სომხეთიდან შემოვლენ გამყრელიძის განმარტებით, ტურისტები ვერც სომხეთიდან შემოვლენ – Netgazeti

გამყრელიძის განმარტებით, ტურისტები ვერც სომხეთიდან შემოვლენ

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველო “ტურისტულ გზას ვერ გახსნის იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია”.

“მათ შორის, რა თქმა უნდა, სომხეთია. მოგეხსენებათ, ჩვენს მოსაზღვრე ოთხივე სახელმწიფოში სერიოზული მდგომარეობაა”, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში.

გამყრელიძის განცხადებითვე, ტურისტები საქართველოში ე.წ. მწვანე ზონებიდან – მწვანე ქვეყნებიდან  შემოვლენ.

“ჩვენი ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს ორმხრივ შეთანხმებებზე იმ ქვეყნებთან, სადაც მინიმალური რისკია”.

დღეის, პირველი ივნისის მდგომარეობით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 210 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში 9 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და 200-მდე გარდაცვლილი პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი