ახალი ამბები

საბურთალოს კლასტერიდან 8 შემთხვევა გამოვლინდა — ეზუგბაია

1 ივნისი, 2020 •
საბურთალოს კლასტერიდან 8 შემთხვევა გამოვლინდა — ეზუგბაია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა გამოვლინდა.

„8 არის საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 — მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი წყარო/კლასტერი ქვეყანაში არ გვყავს“, — აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება — ყველა კონტაქტის იზოლაცია მოხდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ შეიძლება მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება“, — აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამგვარად, მთლიანობაში საბურთალოს კლასტერიდან 21 შემთხვევა გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი