ახალი ამბები

31 მაისი: კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა

31 მაისი, 2020 • 2945
31 მაისი: კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება შემთხვევების წარმოშობას, 18 არის ბოლნისის რაიონი სოფელი მუშევანიდან, 4 საკარაინტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტიდან, ამბობს ეზუგბაია.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 783 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა 12.

მასალების გადაბეჭდვის წესი