ახალი ამბები

“ნასას” ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით ორბიტაზე გაემგზავრნენ

31 მაისი, 2020 • 2395
“ნასას” ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით ორბიტაზე გაემგზავრნენ

“ნასას” ასტრონავტები – დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი – მილიარდერ ილონ მასკის კერძო კომპანია SpaceX-ის ხომალდით, ფლორიდაში მდებარე კენედის ცენტრიდან ორბიტაზე გაემგზავრნენ.

ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისიაა, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიამ და მთავრობამ კოსმოსში ასტრონავტები ერთობლივად გაუშვეს.

კომპანია „სპეის-იქსის“ ხომალდით კოსმოსში NASA-ს ასტრონავტების გამგზავრება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. მეორე მცდელობა 30 მაისს წარმატებით შედგა.

“ფალკონ 9” რაკეტა და “დრაკონის” კოსმოსური ხომალდი და მაღი აღჭურვილობა “სპეის-იქსს” ეკუთვნის, რამდენიმე კერძო კომპანიიდან პირველს, რომელიც თანამედროვე კოსმოსურ რბოლაშია ჩართული და კომერციულ მგზავრებს დედამიწის ორბიტაზე რეგულარულად აძლევს გამგზავრების საშუალებას. ამ დრომდე კომპანიამ სულ 22 მისია განახორციელა, მათგან 21 ადამიანების გარეშე, სატესტო იყო ან კოსმოსური სადგურისთვის მარაგების შევსებას ისახავდა მიზნად. “სპეის-იქს დემო-2” პირველი ხომალდი იქნება, რომელიც ადამიანებს გადაიყვანს, თანაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში და ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია.

პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ამერიკის ხმის“ სტატიას:

“სპეის-იქსის” ფრენით კოსმოსში გამგზავრების ახალი ერა იწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი