ახალი ამბები

5 წუთში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში – გოცირიძე გახარიას

29 მაისი, 2020 • 848
5 წუთში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში – გოცირიძე გახარიას

“5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ, შუბლში არ გაგარტყით”, – მიმართა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულ პრემიერ-მინისტრს რომან გოცირიძემ მიმართა შემდეგი შეკითხვებით:

“რეგიონში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა რატომ დაზიანდა; რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაუწია; რატომ არ არის დღემდე დაწყებული ანტიკრიზისული პროგრამის არცერთი ნაწილი; რატომ ხდება, რომ მთავრობა ყოველ პრეზენტაციას ამთავრებს სიცრუით; საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რატომ არის საქართველო ყველაზე მშიერი ქვეყანა; რატომ იზრდება საქართველოში სიღარიბე და რატომ ხდება, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით მოიმატა პენსიონერთა და ბავშვთა სიღარიბემ?”

პრემიერ-მინისტრმა რომან გოცირიძის გამოსვლას დემაგოგია უწოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ დათვალა და 5 წუთის განმავლობაში რომან გოცირიძემ 8 ტყუილის თქმა მოასწრო.

“ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოუჩნდნენ დამცველები. პირველი ადვოკატის როლი იკისრა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში 8-ჯერ მოიტყუაო. 5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში. შემეცოდეთ, შუბლში არ გაგარტყით. ეს 8 სიმართლე იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა განმტკიცებულია ოფიციალური სტატისტიკით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ მისი განცხადებები ოფიციალურ სტატისტიკას ეფუძნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი