ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

460 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი – COVID-19 სომხეთში

29 მაისი, 2020 • 1281
460 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი – COVID-19 სომხეთში

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 29 მაისის ინფორმაციით, ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 7 ფაქტი დადასტურდა.

სომხეთში ამ დრომდე კორონავირუსი 8676 პაციენტს დაუდასტურდა.  3297 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 120 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, სომხეთი ცალკე ასახავს იმ პაციენტებს [45], ვისაც “ჰქონდა კორონავირუსი, თუმცა, სხვა დაავადებისგან გარდაიცვალა”.

ინფექციის მზარდი გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში მოხსნილია შეზღუდვები -მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, კაფე-რესტორნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი