საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 576 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთანავე, კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 6 ახალი პაციენტი საკარანტინე ზონიდან იყო, 2 კი- ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.