ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტი StopCoV ფონდში კიდევ ერთი მილიონ ლარს გადარიცხავს

28 მაისი, 2020 • 821
სილქნეტი StopCoV ფონდში კიდევ ერთი მილიონ ლარს გადარიცხავს

სილქნეტი COVID19 ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ადრეული ეტაპიდანვე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის კონტრიბუციას. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა StopCoV ფონდის შექმნისთანავე შეტანილი ერთი მილიონი ლარი იყო.

ამასთანავე, კომპანიამ გააჟღერა დაპირება, რომ ეს არ იქნებოდა ერთჯერადი მხარდაჭერა და შეიტანდა მეტ წვლილს როგორც სერვისების შეუფერხებელი მიწოდებით, ასევე ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით. სილქნეტი ასრულებს ამ დაპირებას და განაგრძობს ფულადი სახსრებით მხარდაჭერას. 

ამ ეტაპზე განხორციელებულია სილქნეტის მორიგი ფინანსური მხარდაჭერა, 600 000 ლარის ოდენობით. ახლო მომავალში, კომპანია  შენატანის განხორციელებას კიდევ  გეგმავს, რაც ჯამში ერთ მილიონ ლარს შეადგენს. 

აღნიშნული კონტრიბუციის შედეგად, სილქნეტის მხარდაჭერა StopCoV ფონდისადმი ორ მილიონ ლარს გაუტოლდება.

[blue_box]StopCoV ფონდი[/blue_box]

ჩარიცხვა ყველას შეუძლია

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხაპრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი