ახალი ამბები

საქართველო გერმანული ბანკისგან 90 მლნ ევროს სესხს მიიღებს

28 მაისი, 2020 • 731
საქართველო გერმანული ბანკისგან 90 მლნ ევროს სესხს მიიღებს

საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე სასესხო შეთანხმება გააფორმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ფაიგელმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული  შედეგების აღმოსაფხვრელად. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი