ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

442 ახალი – სომხეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 8 ათასს გადააჭარბა

28 მაისი, 2020 • 1238
442 ახალი – სომხეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 8 ათასს გადააჭარბა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და, ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 8216 გახდა.

ოფიციალური ცნობითვე, დღე-ღამეში კორონავირუსის ინფექციის გამო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ამ დრომდე 113 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის გამო.  გარდაცვლილთა შორის, ოფიციალური ცნობითვე, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 92 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა -42. ამასთან, სომხეთი ცალკე აღრიცხავს იმ პაციენტებს, რომლებსაც “ვირუსი ჰქონდათ, თუმცა სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ”. გამოჯანმრთელდა 3287 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი