ახალი ამბები

დანია კარანტინის გამო განცალკევებული შეყვარებულებისთვის საზღვარს ხსნის

28 მაისი, 2020 •
დანია კარანტინის გამო განცალკევებული შეყვარებულებისთვის საზღვარს ხსნის

დანიამ საზღვრები გახსნა წყვილებისთვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო ერთმნეთის ნახვას ვერ აერხებდნენ.

დანიაში პარტნიორების მონახულება შეეძლებათ ნორდიკული ქვეყნებისა და გერმანიის მაცხოვრებლებს. როგორც BBC წერს იმისათვის, რომ ადამიანებმა ამ საგამონაკლისო წესით ისარგებლონ, თავიანთი ურთიერთობის ნამდვილობა უნდა დაადასტურონ.

მაგალითად, დანიაში საყვარელი ადამიანის მონახულების მსურველმა უნდა წარადგინოს ურთიერთობის ამსახველი ფოტოები, შეტყობინებები ან ელექტრონული წერილები.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განცხადებით კი, აღნიშნული რეგულაციებიც მალე შერბილდება და დანიაში პარტნიორის მოსანახულებლად ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილი იქნება საკმარისი, სადაც საკუთარ ურთიერთობას დაადასტურებენ.

საუბარია ფინეთის, ისლანდიის, გერმანიის, ნორვეგიის ან შვედეთის მუდმივ რეზიდენტებზე, რომელთა პარტნიორიც დანიის რეზიდენტია.

დანიის პოლიციის თქმით, რეგულაცია შეეხება მხოლოდ პირებს, რომლებსაც სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ და 6 თვის განმავლობაში მაინც არიან ერთად. შეზღუდვის მოხსნით ვერ ისარგებლებენ ის ადამიანები, რომელთა ურთიერთობა ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით მიმდინარეობდა და პირისპირ შეხვედრები არ ჰქონიათ.

გარდა ამისა, დანიაში შეუშვებენ ნორდიკული ქვეყნებისა და გერმანიის იმ რეზიდენტებსაც, რომლებიც დანიაში აგარაკს ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი