ახალი ამბები

ოკუპირებულ რეგიონებში Covid-19-ის სტატისტიკის დადასტურების შესაძლებლობა არ გვაქვს – გახარია

27 მაისი, 2020 • 1020
ოკუპირებულ რეგიონებში Covid-19-ის სტატისტიკის დადასტურების შესაძლებლობა არ გვაქვს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკის დადასტურების არანაირი საშუალება არ აქვს.

ასე უპასუხა მან ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე Covid-19-ის აღრიცხვის საკითხს ეხებოდა. “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი გახარიას უთხრა, რომ საქართველოს სტატისტიკაში გაკეთებულიყო მინიშნება, რომ ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოს ინფორმაცია არ გვაქვს.

“ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ წარვადგონოთ ჩვენი ციფრები, რომელიც შემდეგ მოწმდება. ეს არის მონაცემები ინფიცირებულთა, გარდაცვლილების რაოდენობაზე და ა.შ. ამ ორგანიზაცებთან ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი არის ის, რომ ჩვენი იქიდან მოწოდებულ ციფრებს [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას] ვერ გადავცემთ, რადგან ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. შესაბამისად, ეს შემდგომში შესაძლოა პოლიტიკური სპეკულაციის თემა გამხდარიყო… მითითებას არანაირი სამართლებირივი სტატუსი არ აქვს და მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იქნება”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი