ახალი ამბები

ბათუმში აქციაზე ვითარება დაიძაბა, დააკავეს მომიტინგეები

27 მაისი, 2020 • 838
ბათუმში აქციაზე ვითარება დაიძაბა, დააკავეს მომიტინგეები

ბათუმში, აჭარის მთავორბის შენობის წინ, სადაც მოქალაქეები ორი დაკავებული პირის – ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც მთავრობაში განუცხადეს, რიჟვაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ამიტომ აქციის 3 მონაწილეს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძეს ხულიგნობის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთი თვის წინ შეუფარდა. თუმცა, როგორც დაკავებულის ახლობლები ამბობდნენ, ისინი უდანაშაულონი არიან და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

ამის მიუხედავად, დაკავებულები სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს ეზოშიც გააპროტესტეს, აღმკვეთი პატიმრობის შეფარდების დღესვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი