ახალი ამბები

“ხალხის რაოდენობა შესამცირებელია, ხელფასები – გასაზრდელი” – გახარია ბიუროკრატიაზე

27 მაისი, 2020 • 771
“ხალხის რაოდენობა შესამცირებელია, ხელფასები – გასაზრდელი” – გახარია ბიუროკრატიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გადასახედია, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემას სისტემური ხასიათი არ აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა “ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ.

“შეიზღუდება თუ არა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების და ააიპ-ების ბიუჯეტები, რომლებიც 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს იღებენ და როგორი ბიუროკრატიული ფლანგვა მიმდინარეობს ამ ორგანიზაციებში, კარგად ვიცით”, – ჰკითხა მან პრემიერს.

გახარიამ ისაუბრა ამ კუთხით ცვლილებების საჭიროებაზე, თუმცა პრობლემის სისტემურობა გამორიცხა.

“ბიუროკრატიული ხარჯები, სსიპ-ები… სისტემურად ქვეყანაში დღეს ეს პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შინაარსობრივად მესაუბრებით…

მარტივი საკითხია: “რეალურად, ბიოროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ამ ქვეყანაში იქნება კონტრპროდუქტიული. სიპების და აიპების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ასე გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობაც შესამცირებელია”, – აღნიშნა მან.

გახარიას თქმით, საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბიუროკრატიული ხარჯების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ სულ მოსახლეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი