ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძე შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა — გახარია

27 მაისი, 2020 • 1848
ოთარ ფარცხალაძე შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა — გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა. საუბარია შემთხვევაზე, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება არ შეიძლებოდა სპეციალური საშვის გარეშე და ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

გახარიამ ამის შესახებ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას დღეს, 27 მაისს, განაცხადა.

25 აპრილს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალული იყო, გარდა სპეციალური საშვის მქონე პირებისა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ავტომობილით ფარცხალაძის გადაადგილების ამსახველი ვიდეო. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ვიდეო 25 აპრილს, 14:50 საათზეა გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი