ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი ხალხი თვალს ადევნებს საქართველოს მიღწევებს – ფაშინიანის მილოცვა

27 მაისი, 2020 • 893
სომეხი ხალხი თვალს ადევნებს საქართველოს მიღწევებს – ფაშინიანის მილოცვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“სომეხი და ქართველი ხალხის ურთიერთობა გამსჭვალულია ღრმა, საუკუნოვანი საერთო პატივისცემითა და მეგობრობით, რისი საუკეთესო მოწმობაც ორ ქვეყანას შორის დღევანდელი ურთიერთობაა. გარწმუნებთ, რომ სომეხი ხალხი დიდი სიხარულით ადევნებს თვალს მეგობრის — საქართველოს ყველა მიღწევასა და წარმატებას. საქართველოს ყოველთვის ეყოლება სანდო მეგობარი და მეზობელი სომხეთის სახით.

ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდად ვაფასებ ეფექტიან თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის ამ რთულ პირობებში, რომელიც გამოიწვია ახალი კორონავირუსის პანდემიამ. კერძოდ კი, შეუჩერებელ სატვირთო ოპერაციებს და სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიზისის დაძლევა მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი