ახალი ამბები

27 მაისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 21 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში

27 მაისი, 2020 • 1345
27 მაისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 21 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში

27 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 735-ს მიაღწია.

21 ადამიანით, 557-მდე  გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

განახლება:სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 521-ს უტოლდებოდა, რაც შეცდომაა. ეს შეცდომა შემდგომ გამოვასწორეთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი