ახალი ამბები

ავსტრიაში Covid-19-ით დაავადებულს ფილტვი გადაუნერგეს

26 მაისი, 2020 • 855
ავსტრიაში Covid-19-ით დაავადებულს ფილტვი გადაუნერგეს

ავსტრიაში, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტმა ჩაატარა ევროპაში პირველი წარმატებული ფილტვის ტრანსპლანტაცია კორონავირუსის მქონე პაციენტში, იუწყება CNN.

მაუწყებლის ცნობით, სამედიცინო ცენტრმა ეს ინფორმაცია ორშაბათის პრეს-რელიზში გაავრცელა. მათი განცხადებით, 45 წლის პაციენტი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, ტრანსპლანტაციის გარეშე ვერ გადარჩებოდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

„ჩვენი შეფასებით, ის გასაოცრად კარგად მიდის და მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვაქვს“, — აცხადებს ვალტერ კლეპეტკო, კლინიკის მთავარი ქირურგი.

ჰოსპიტალის ცნობით, პაციენტი, ვისაც ტრანსპლანტაცია ჩატაურდა, კორონავირუსით დაავადებამდე კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა დაავადებიდან მალევე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაურასდა.

„სიტუაცია უიმედო იყო. ფილტვი კუბივით იყო, აღარაფერი იყო დარჩენილი“, — ამბობს კლეპეტკო.

ჰოსპიტალის განცხადებით, ოპერაცია „ძალიან რთული“, თუმცა წარმატებული გამოდგა.

„ყველა ორგანო მუშაობს და ძალიან კმაყოფილები ვართ. თუმცა დიდი გზაა გასავლელი მისი სავადმყოფოდან გაწერამდე“, — ამატებს კლეპეტკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი