ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაგვეხმარეთ მოვახდინოთ “კორონავირუსული რევოლუცია” – ფაშინიანი მოქალაქეებს

26 მაისი, 2020 • 974
დაგვეხმარეთ მოვახდინოთ “კორონავირუსული რევოლუცია” – ფაშინიანი მოქალაქეებს

“ბოლოს და ბოლოს, როგორი ტაქტიკური და სტრატეგიული “შეცდომა” დავუშვით კორონავირუსთან ბრძოლაში?”- იკითხა ფეისბუკში ჩართვის დროს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც მაყურებელთან უკვე პირბადით გამოჩნდა.

“ჩემი დასკვნით, შეცდომა ის არის, რომ ჩვენ, შესაძლოა, გადაჭარბებული ნდობა გამოვუცხადეთ ჩვენს საყვარელ თანამემამულეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხში. ახლაც ვფიქრობ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პირველი ფაქტორი თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ჩემი მოწოდება და თხოვნა ასეთია, რომ ყოველი ჩვენგანი საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა დაგვეხმაროს, განვახორციელოთ, ასე ვთქვათ, კორონავირუსული რევოლუცია”, – აცხადებს სომხეთის პრემიერი.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებთვე, პარალელურად, გამკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობსაც, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ავტომობილებში პირბადის გარეშე ყოფნისთვის დაეკისრებათ მოქალაქეებს.

26 მაისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 289 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 7402 გახდა.  ვირუსის მიზეზით გარდაიცვალა  130 პაციენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი