ახალი ამბებირეკლამა

„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

25 მაისი, 2020 • 3078
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს. 26 მაისიდან „ევრონიუსი“  საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობაშემდეგ ეტაპზე კიაგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსიიხილოს. ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“  წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაშიახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.

ევრონიუს საქართველო“  გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა  საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, წარმომადგენლობა ხელშეკრულებით დააფუძნეს. საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ესწრებოდნენ

ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა  დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდებაესევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებსევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს  მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი.  

ევრონიუსის“ მიზანია, განსხვავებული მოსაზრებები სრული მიუკერძოებლობით მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს

ევრონიუს საქართველოც“  იმავე ღირებულებებს ეფუძნება: სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას

ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალმსოფლიოში პირველი „გლობალურლოკალური მედია“ გახდეს, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო

ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზემსოფლიოს მასშტაბით,  „ევრონიუსი“  160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდისგლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი