ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის მერიამ ალუბლების ქუჩაზე 2 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ენ აი დიზე“ 2019 წლის 11 დეკემბერს გასცა. მოსახლეობა იგივე ადგილზე სკვერის ან სპორტული მოედნის გაშენებას ითხოვდა.