ახალი ამბები

მთავრობის დადგენილებით, იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება

24 მაისი, 2020 • 2311
მთავრობის დადგენილებით, იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება

საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ პირებს გარკვეული პროდუქტების მოხმარებისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ.

კერძოდ, მე-12 მუხლის (იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები) მე-8 პუნტქის თანახმად, „იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება“.

გარდა ამისა, დადგენილების თანხამდ,  „დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“.

პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ვადაც 15 ივლისამდეა განსაზღვრული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი