თბილისში, სადგურის მოედანთან ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა.
15 საათისა და 15 წუთის მონაცემებით, თვითმხილველების თქმით, შემთხვევა დაახლოებით 20 წუთის წინ მოხდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგადად არავინ დაზარალებულა.
გარეკანის ფოტო: თაზო კუპრეიშვილი/ნეტგაზეთი