ახალი ამბები

24 საათში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 გამოჯანმრთელდა

23 მაისი, 2020 •
24 საათში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 გამოჯანმრთელდა

23 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 728-ს მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგმაიამ განაცხადა.

აგრეთვე, 22 მაისის მონაცემებით, 24 საათში COVID-19-სგან კიდევ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად მათი რაოდენობა 207-ია.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამჟამად 207-ს უტოლდება.

ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან სამ პირს უკვე ჰქონდა კონტაქტი დაავადებულთან, 2 კი საკარანტინო სივრციდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი