ახალი ამბები

ბებიის მიმართ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

22 მაისი, 2020 • 864
ბებიის მიმართ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, 2019 წლის 1 იანვირდან 2019 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შვილიშვილმა რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას და ამასთან, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

აღნიშნულ პირს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარედგინა, მათ შორის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, და სიცოცხლის მოსპობის მუქარის, რომელიც ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი