ახალი ამბები

შსს-ს თქმით, შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

22 მაისი, 2020 • 1039
შსს-ს თქმით, შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაიხსნა საქმე, რომელშიც მამამ, სავარაუდოდ, თავისი შვილი მოკლა. ეს ინფორმაცია უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია გავრცელებული.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, სამართალდამცავებმა მათი განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. “ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა”.

უწყების განცხადებით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი