ახალი ამბები

24 საათში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა

22 მაისი, 2020 • 1207
24 საათში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა

22 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 723-ს მიაღწია. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, 22 მაისის მონაცემებით, 24 საათში COVID-19-სგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამჟამად 216-ს უტოლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი