ნეტგაზეთი | შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ყაზბეგში მეწარმეებს მოემსახურა შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ყაზბეგში მეწარმეებს მოემსახურა – Netgazeti
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ყაზბეგში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ყაზბეგში მეწარმეებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურა.

მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ  ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი