ახალი ამბები

ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი აქვს – მედია

21 მაისი, 2020 • 847
ეჭვობენ, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი აქვს – მედია

რუსულ მედიაში გავრცლებული ცნობების თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ რამზან კადიროვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Meduza რამდენიმე გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც კადიროვის სავარაუდო დიაგნოზზე წერს, Interfax-ია, რომელსაც ამის შესახებ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა. თავად გამოცემა წერს, რომ ოფიციალურად მას ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურეს.

როგორც წყარო ამბობს, თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ კადიროვს ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ჰქონდა, თუმცა შემდგომ სიმპტომები დაუმძიმდა. ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოფება.


რუსეთის სამთავრობო გამოცემა, Ria ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩეჩნეთში კორონავირუსის 1 005 შემთხვევა დასტურდება, რომელთაგან 620 გამოჯანმრთელდა, 11 კი გარიდაცვალა.

ინფიცირებულებს შორის 92 სამედიცინო მუშაკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი