ახალი ამბები

ეკლესიისთვის ტყის მასივის დაკანონების წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

21 მაისი, 2020 • 1094
ეკლესიისთვის ტყის მასივის დაკანონების წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

„საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც მოქალაქებიი მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ.

საუბარია კანონპროექტზე, რომლითაც „ტყის კოდექსში“ ცვლილებები შევა. ამ ცვლილებების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას“,- ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის [15:13 საათი] 2300 ადამიანზე მეტი აწერს ხელს.

ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/278139/

მასალების გადაბეჭდვის წესი