ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძის პროტესტი საპატრიარქოსთან [ფოტო]

21 მაისი, 2020 • 1270
ზურა ჯაფარიძის პროტესტი საპატრიარქოსთან [ფოტო]

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან გააპროტესტა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ჯაფარიძე მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „ღმერთის არ გწამთ?“.

„თითო ეკლესიაზე 20 ჰექტარი ტყის გადაცემა ამორალური საქციელია. ერთადერთი გზა, რომ ეკლესია ოქროს მოყვარულთა პოლიტიკური გაერთიანებიდან მართლა ქრისტეს ეკლესიად იქცეს,სასწრაფოდ საჭიროა ყველა პრივილეგიის გაუქმება“, — ციტირებს ჯაფარიძეს „გირჩის“ ვებ-გვერდი.


ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი ხელისუფლების წინასაარჩევნო ნაბიჯია. ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ მასალას:

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

ოპოზიცია საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტს წინასაარჩევნო ნაბიჯად აფასებს

გარეკანის ფოტო: „გირჩის“ ვებ-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი