ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 335-ით გაიზარდა

21 მაისი, 2020 • 1246
სომხეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 335-ით გაიზარდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 21 მაისს ინფორმაციით, დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევები 335-ით გაიზარდა და, ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5606 გახდა.

უწყების ცნობითვე, ამჟამად მკურნალობას გადის 2928 პაციენტი, 70 ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.  დაინფიცირებულებს შორის 23 ორსული და 270 ბავშვია.

“თუკი ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ სიტუაციას, 29 მაისს – 10 ათასი, 12 ივნისს – 20 ათასი, ივნისის ბოლოს კი 30 ათასი დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი გვეყოლება”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით მოსახლეობისადმი მიმართვისას.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებით, გაზრდილი სტატისტიკის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების მიზნობრივად გამოყენების გამო უსიმპტომო პაციენტები სახლებში, პოლიკლინიკების ექიმების რეკომენდაციებით დარჩებიან. მინისტრის განცხადებითვე, დღეს სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც კორონავირუსის მქონე პაციენტები მკურნალობენ, 203 რეანიმაციის საწოლია, რომლის ნახევარზე მეტი [131] უკვე დაკავებულია და იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის შეჩერება ვერ მოხდება, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ COVID-19-თან მებრძოლ სისტემად გადაიქცევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი