ახალი ამბები

22 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

21 მაისი, 2020 • 1615
22 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

22 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყება წერს, რომ დღეს, 21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს. თუმცა ხვალიდან, 22 მაისის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით, 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მომავალ დღეებში ამინდი გაუარესდება თბილისშიც, Meteo.gov.ge-ს თანახმად, უახლოეს დღეებში დედაქალაქში მოსალოდნელია:

თბილისის ამინდის პროგნოზი: 22;23 და 24 მაისისთვის

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარს, ამინდი აქაც გაუარესდება:

აღ. საქართველოს ამინდის პროგნოზი: 22;23 და 24 მაისისთვის

დასავლეთ საქართველოში კი უახლოეს 3 დღეში მოსალოდნელია:

დასავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი: 22;23 და 24 მაისისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი