ახალი ამბები

ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდება

20 მაისი, 2020 • 1092
ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 22 მაისიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყება.

გამყრელიძის თქმით, კვლევა დაადგენს, როგორია კოვიდ ინფექციის გავრცელება ამ ორ რაიონში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტად დაზარალებულია კორონავირუსის გავრცელებით, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საკონტროლოდ შეირჩა. ტესტირება ანტიგენისა და ანტისხეულის სწრაფი ტესტებით ჩატარდება.

“ერთნაირი მიდგომით, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში ჩავატარებთ კვლევებს. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, ბოლნისში რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი